Yayınlanan yer Georgia - Finansal analiz - 06 May 2019 06:53 - 14
მოგესალმებით ყველას
წინასაარჩევნოდ დავაანონსე პროგრამა, რომელიც მიზნადისახავდა საქართველოს ბაზრის უფრო
გამრავალფეროვნებას და სავაჭრო შესაძლებლობების გაზრდას.
იმის გამო რომ ქვეყანაში არ გვაქვს მაღალი ბონუსები და ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყანაში
გადასვლა-წარმოება-დაბრუნება უწევთ და წარმოების ხარჯი უფრო მეტი აქვთ, აქედან გამომდინარე
ბაზარზე პროდუქტების ფასიც (მატერიალების) უფრო იზრდება, როდესაც მატი ძვირი უჯდება
მწარმოებელს, შესაბამისად წარმოებულ პროდუქტსაც ძვირად ყიდის და ბაზარიც მიუღებელია
ადგილობრივი თუ სხვა ქვეყნის მოთამაშეებისთვის. აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ ასეთი
გეგმა:
ის ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ მატერიალებს ან/და სხვა პროდუქტს, მიიღებენ
მხარდაჭერას სახელმწიფოსგან, კერძოდ მათი გადაადგილების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს,
შედეგად მწარმოებელს ექნება ნაკლები ხარჯი, ნაკლები ხარჯი კი პროდუქციის ფასს შეამცირებს,
შედეგად ბაზარზე დადებული პროდუქციის ფასი კონკურენტუნარიანი იქნება სხვა ბაზრის პროდუქტებთან.
მაგალითისთვის : მე ვამზადებ პურს, რომლისთვისაც საკუთარი წარმოების მატერიალი არ მყოფნის და მიწევს ყიდვა,
იმის გამო რომ მიწევს 5-6კ მატის
ყიდვა ყოველ დღე, ერთხელ გადავდივარ იმ ქვეყანაში სადაც მატი ყველაზე იაფია, გავავსებ
საცავს, ვიყიდო 20-25კ მატს და რამდენიმე დღე მყოფნის, შემდეგ ისევ იგივე პროცედურებს გავდივარ.
მიწევს ზედმეტი ხარჯის გაღება, მატერიალისთვის წავედი ბულგარეთში (40ლარი=0,6 გოლდი) და ვიყიდე, შემდეგ წავედი ამერიკაში (40cc=0,48 გოლდი) ვაწარმოვე ამერიკაში 100% ბონუსზე და ვბრუნდები უკან (40$=0,48)... ყოველ დღე ჩემი ზედმეტად გაწეული
ხარჯი გამოდის (0,6+0,48+0,48) 1.56 გოლდი, რაც მატერიალების მწარმოებლისთვის მნიშვნელოვანი ხარჯია.
ხოლო თუ ჩვენს ქვეყანაში მატერიალების ფასი იქნება ყველაზე დაბალი სხვა ქვეყნიდან
აქეთ ჩამოვლენ შესაძენად (როგორც მე მივდიოდი) და ის 40 ლარი ანუ 0.6 გოლდი რაც გზა
დაუჯდება ისევ ბიუჯეტში შევა, ასევე იმ მატერიალების საკომისიოც, რომელსაც სახელმწიფო
ადებს ბაზარზე დადებულ პროდუქციას.
ჩემი დაკვირვებით საშუალოდ 1კ მატერიალის ფასი 1,2 გოლდამდე მერყეობს ყველაზე კარგ ვარიანტში
(არ ვგულისხმობ სახლების მატერიალს, თუმცა არც ამას აქვს ჩალის ფასი).
თუ ჩვენ ამ პროგრამას აქტიურად ავამუშავებთ (ეს უკვე მოსახლეობაზეა დამოკიდებული, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ)
შევძლებთ რომ მატერიალის ფასი 1კ 1გოლდს უტოლდებოდეს (1მატი 0,07), მაშინ საკმაოდ შორს წავალთ ეკონომიკის მხრივ.
ჩემთვის და ჩემზე უფრო დიდი მწარმოებლისთვის 0,2 გოლდის მოგება 1კ მატერიალზე მნიშვნელოვანი თანხაა
(15კ მატი მჭირდება ყოველ დღე, ანუ დავზოგავ მინ.3 გოლდს და გზის ხარჯებს).
ახლა წარმოიდგინეთ ისიც, როდესაც მსხვილი მწარმოებელი ჩამოვა და მატერიალებს იყიდის, იმას რომ დახვდეს პური, იარაღი ან სახლი
დაბალ ფასად, იმას რას უზავს? მართალი ხარ, ყურადღებას არ მიაქცევს... მაგრამ, როგორ არ მიაქცევს,
იყიდის და იმასაც წაიღებს, ხელს გააყოლებს :D
ასე რომ ჩემო კარგებო, იმის მაგივრადრომ მცირე წარმოებითაც, აგურის აგურზე დადებითაც წინ წავიწიოთ,
ვდგავართ და იმას შევყურებთ თუ როგორ მიდიან წინ ჩვენი მტრები თუ მოკავშირეები. მეტიც, ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას...
დიახაც, საკუთარი ქვეყნის დატოვებას და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას ვგულისხმობ...
ასე რომ, დაბრუნდით, აქაც ბევრი საქმეა გასაკეთებელი,
და თუ ვაშენებთ, ისევ ჩვენი ქვეყანა ვაშენოთ, თამაშში მაინც.
P.s. კითხვების შემთხვევაში დაწერეთ კომანტარების სახით ან მომწერეთ პირადში.
Destek
chivahooblineNiinjaaaYorumlar (14)
აააა კაცი ზუსტად ჩემი აზრები გაქ აქ დაწერილი ზუსტად მსგავი რაღაცის გაკეთებას ვაპირები ოღონ ოდნავ სხვა პრინციპით უცხოელებზე არ მქონდა გათვლილი მარტო ქრთველებზე
მიხარია თუ ჩვენი მოსაზრებები დაემთხვა ქართველებთან ერთად ისარგებლონ უცხოელებმაც, როგორ ფიქრობ რამე დაგვაკლდება მაგით?
mshvenieria dzaan 😍😍
წარმატებები
v+c
momewonaaa tqven gverdshi migulet
ესეთი რჩევა მექნება: ვინმეს დაუფინანსეთ საწყობის გადიდება და იმ პიროვნებას აყიდინეთ დიდი რაოდენობით მატი და იმან დადოს საქართველოს ბაზარზე რა ფასში იყიდა იმაზე ოდნავ ძვირად.
მაგალითად: იაპონიაში საკვების მატი დევს ყველაზე იაფად 100კ 10 გოლდად, მაგრამ მაგის მერე ყველაზე იაფი არის ინდონეზიაში 100კ 11 გოლდად. ვინმემ იყიდოს იაპონიაში 100კ მატი და დადოს საქართველოს ბაზარზე 10.5 გოლდად. შედეგად იაპონიაში აღარ არის ყველაზე იაფი მატი, არამედ არის საქართველოში, რადგან იაპონიას მარტო 100კ სტოკი ჰქონდა. დეტალებზე მომწერეთ დისქორდში
ძალიან აწორია ერნან, ერთი დიდი საწყობი გვინდა 100კ რომ დავტიოთ ტავისუფლად. მომავალში საერთო ქონება ბევრი იქნება.
42k მაქ საწყობი და სიამოვნებით გავზრდიდი და ძვირადაც არ დავდებ ოგოვე ფაში დავდებ
კაია რეზი, მერე დავილაპარაკოთ და თუ რამეა შენი აცც გამოვიყენოთ, გოლდებს მე მოგცემ გასაზრდელად
discord მოგწერე
biujets gaakotrebt ase ) warmoebidan shemosavali ar shemova plus amxela gasavali shansi araa amidan rame sargebeli miigos qveyanam
ბიუჯეტს მსგავსი რამ არ ემუქრება, მაგ ტანხას რასაც დავხარჯავთ უცზოელების შემოსვლით და გასვლით ვიშოვით მარტო. შენ გამოიყენე ეს პროგრამა, ბიუჯეტზე არ იდარდო 😉
წარმატებები. ჩემი შეცდომები არ გაგემეორებინოს და მიღწევები ასმაგად გაიმეორე