Gefolder

Marvolo - Newspaper from Georgia -

Published in Georgia - First steps in eRevollution - 06 Sep 2020 10:34 - 2

https://media1.tenor.com/images/9787277e54936280db1798366b84ad3b/tenor.gif

სანამ ჩემს პოემებს შემოგთავაზებთ მინდა ვთქვა ყოველი სათქმელი რაც კი დამრჩენია წლები გავიდა იმ დღიდან როცა ერევში მოვედი მოვედი როგორც ერთერთი ქვეყნის პატრიოტი მინდოდა ქვეყნისთვის რაიმე სიახლე შემემატებინა და ჩვენი ქვეყანა დიადი და ძლიერი წარმომეჩინა მსოფლიოს წინაშე რასაც ახლა ვერ ვიტყვი ჩვენ ამდენი ხნის შემდეგ პირველად დავდეგით ასეთ გაჭირვებაში სადაც პირველად წაგვშლიან ამდენი ხნის შემდეგ ეს ჩემთვის დიდი ტკივილია მაგრამ რას ვიზავთ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული ჩვენ ახლა დასასრულის წინაშე ვდაგავრთ ასევე გავიცანი ბევრი ადამიანი რომელიც რომელთანაც ახლაც ვმეგობრობ ისინი სამწუხაროდ აღარ თამაშობენ ყველაზე გვიან მე შემოვრჩი ამ თამაშში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყოველი წუთისთის გვერდში დგომისთვის ეს რამდენიმე წელი ერთად გავატარეთ კარგიც ვნახეთ და ცუდიც მინდა რეალურ ცხოვრებაშიც წარმატება გისურვოთ რადგან ეს მხოლოდ თამაშია სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა ეს შეიძლება ჩემთვის დასასრულია მაგრამ ვინც კიდევ აგრძელებთ თამაშს წარმატებებს გისურვებთ გააკეთეთ ყველაფერი რაც კი შეგიძლიათ ვირთხების სასაცილოდ ნუ აქცევთ ქვეყანას მოკლედ წარმატებები და გთავაზობთ ჩემ რამდენიმე პოემას რომელიც სამუდამოდ დარჩება ამ საიტზე სანამ ეს სერვერი იარსებებს..


ვიდრე მას შეხვდებოდი უსულო ჩუქურთმას ვგავდი ვიდრე მის გვერდით აღმოვჩნდებოდი ერთ დროს ვღიღინებდი და საკუთარი ხმა მეუცხოებოდა მან დამანახა ვენახები ბაღები ხეები უსასრულო მინდვრები ზღვები და მჩქეფარე მდინარეები ახლა იმ ხეების ჩრდილ ქვეშ ვისვენებ მაგრამ მას ჩემი დანახვა არ შეუძლია .

ალის ირგვლივ მოფარფატე ფარვანა ვარ იკაროსი ვარ მზესთან სიახლოვის გამო ფრთები რომ დაეწვა მე ფარგელი მარვოლო ვარ შემოქმედის ფარვანა მონა და თანამგზავრი ერთმანეთი ცხოვრბის გზაზე ვიპოვეთ ერთად ვიბრძოლეთ და ერთმანეთიც ამ გზაზე დავკარგეთ ერთად მარტო ქალაქები გზები და წყლები კი არა ცხოვრება გავიარეთ უკან რომ ვიხედები ვხვდები რომ ყველაფერი გაქრა მეგობრობის გარდა სულ ამას ვიმეორებ ვიმეორებ რადგან მინდა რომ ეს სიცოცხლის უკანასკნელ წამსაც მახსოვდეს და არ დამავიწყდეს.


ახალგაზრდა რომ ვიყავი სიკვდილი ამ ქვეყანასთან განშორება მეგონასაკუთარი ნებით აქედან ვინ წავა
სიცოცხლესთან განშორებას ვინ მოინდომებს
იჩქარეთ ვისაც სიკვდილი გინახავთ
ვინც მზად ხართ
ვინც უკვე გზაზე დგახართ
ვისაც სიკვდილი ჯეირანი ჰგონია მისთვის თავს გაწირავს
ვინც სიკვდილს მგლად აღიქვამს გაქცევას შეეცდება შვილო სიკვდილს ყველა თავისებურათ აღიქვამს მტრისთვის მტერია მეგობრისთვის კი მეგობარი

მე მარვოლო ვარ შემოქმედის მოვლენილი რისხვა დედამიწაზე ერევის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი სულით დამპყრობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის მპყრობელი მიწისგან შექმნილი და მიწადვე მინაქცევი მე მარვოლო მეგობრის ხმა მიხმობს ადამიანი რომ კვდება მის გულს რაემართება სულისგან და სისხლისგან რომ იცლება მისგან რა რჩება ჩემი გონება ამას ვერ წვდება ეს დიდი საიდუმლოა თავზე ზეცა დამყურებს შუბლს შვების მომგვრელი ნიავი მიგრილებს მიწაში ფესვები მყარად მაქვს გადგმული და მის ძალას ვგრძნობ მის მასაზრდოვებელ ძალას მე მარვოლო ვარ არც ტახტი არც გვირგვინი თან მხოლოდ სიყვარული და მეგობრის ხსოვნა მიმყვება მივდივარ რომ გავიღვიძო მინდა მიცნობდეთ მიცნობდეთ რომ მომიგონოთ მმართველობა დასრულდა არც ტკივილი მიმყვება არც ძალაუფლება არც გვირგვინი და ტახტი ხელცარიელი მოვედი და ხელცარიელი მივდივარ მხოლოდ ერთი მუჭა მიწა მჭირდება ყველამ იცოდეს რომ მხოლოდ ერთი მარვოლო არსებობდა შემოქმედის მონა მორჩილი მარვოლო

https://i.pinimg.com/originals/d8/2d/5c/d82d5cb8ec338f6eefdad82d481645a9.gif

Support

GoguadzeGoguadzeGoguadzeGoguadzeGoguadzeGoguadzeTenebrisTenebrisTenebrisMetincnMetincnMetincnDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DeDu8DemishomishomishomishomishomishomishomishomishomishomishoOSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1OSTAT1B L O O D

Comments (2)

ჩრემლი ჩამომვარდა, ლამის ვიტირე, ეეხ მომენატრები ჩემო მეგობარო ❤❤😢❤❤
სწორია დიდებით მოხვედი და დიდებით წახვალ. მახსენდება ძველი კარგი დრო როდესაც მტრებსა და მოღალატეებს მუსრს ვავლებდით და რაც მთავარია უკან მოხედვის დროს სანანებელი არ გვაქვს რამეთუ ჩვენი გზა იყო და არის ჭეშმარიტი ყველაზე ერთგულნი დავრჩით ერთმანეთის გულებში და ყველაზე ბოროტს გავავლეთ მუსრი. ჩვენ გავიმარჯვეთ Smile