Δημοσίευση στην Georgia - Αρχικά βήματα στο eRevollution - 12 Dec 2018 04:05 - 1
ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ ბევრს შემთხვევაში თავის გრძნობას, თავის თვალებს და ყურებს როდი ვენდობით; უსათუოდ სხვამ უნდა გვიკარნახოს ის, რაც ყურით გვესმის; სხვამ უნდა მიგვითითოს იმაზე, რასაც ჩვენი თვალითა ვხედავთ; მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ, მაშინ ვიძახით: ბიჭოს, ეს ხომ მართალი ყოფილა და არ ვიცოდითო! გვიკვირს და ვოცდებით იმის გამო, რომ ცეცხლი მწვავე ყოფილა, ყინული ცივი და მგელს ცხვრის ჭამა სცოდნია. ამისთანა უბრალო ჭეშმარიტებასაც კი სხვისგანა ვსწავლობთ. ტყუილია? არ არის ასე? რომ ჩემი ნათქვამი მართალია და არა ჭორი, მოგაგონებთ ბ. საღათელიანის ნალაპარაკევს პეტერბურგში, ერთ რუსის ოჯახში და იმის გამო ჩვენს მწერლობაში აღძრულს მითქმა-მოთქმას და აყალმაყალს: უყურეთ ჩვენ ძმა-მეზობლებს გულში რა სდებიათ და ჩვენ კი არ ვიცოდითო. გიკვირთ? რად გიკვირთ?.. ნუთუ ეს ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ და თუ ვიცით, ამ ცოდნას რადა ვმალავთ? რად ვხუჭავთ განგებ თვალებს და რად არ გვინდა სინამდვილე დავინახოთ? დიაღ, არ გვინდა დავინახოთ, რადგან სინამდვილის დანახვა თვალებს გვატკენს, უსიამოვნო გრძნობებს აღგვიძრავს, მოითხოვს ჩვენგან შრომას, ხელების განძრევას… არ გვინდა, ჰო, ავადმყოფი დედის ნახვა, რადგან ეს ნახვა საზრუნავ საგანს გაგვიჩენს: უნდა მოვუაროთ ავადმყოფს, უნდა ექიმი მოვიწვიოთ, ხარჯი გავწიოთ, ვიდრე კარგად არ შეიქნება, გვერდს უნდა ვყავდეთ და სხვა. და სხვა?! ვერაფერი დედაშვილობაა!
ეს ჩვენ ვართ ქარტველები რომლებიც მუდამ იბრძოდნენ თავისი ქვეყნისა და სარწმუნოების დასაცავად
ეს ჩვენ ვართ ქარტველები რომლებიც მუდამ იბრძოდნენ თავისი ქვეყნისა და სარწმუნოების დასაცავად
Υποστήριξη
Σχόλια (1)
kai xar