Publicado en Georgia - Ordenes de batalla - 23 Oct 2018 14:42 - 6
მოგესალმებით
ჩემო მეგობრებო, ჩემო ქართველებო!
ვიწყებთ ახალ თამაშს, ახალ თავგადასავალს და ღირსების ომს თურქეთის მოთამაშეებთან, მათი არაადეკვატურობის, ღალატის და ზურგში დანის ჩარტყმის გამო.
ჩვენ ვართ ქართველები და არასოდეს არავის ვაპატიებთ ღალატს და მთელ მსოფლიოს კვლავ ვაჩვენებთ ჩვენს ძალას, შემართებას და ერთიანობას, მაშინ როცა საქმე ეხება საქართველოს, ჩვენს ღირსეულ თამაშს სადაც არ უნდა იყოს ეს!
იწყება ომი!
მეგობრებო, იმისათვის რომ ვაჩვენოთ სწორი სტრატეგია, ძალა და ერთიანობა, აუცილებელია კარგი მობილიზაცია და სწორი თამაში ომის პერიოდში. ეს ომი იქნება ჩვენი გამოცდა, რამდენად ერთიანები ვართ და რამდენად შემართებით ვართ.
1. თითოეულმა მოთამაშემ სასწრაფოდ მომწერეთ პირად შეტყობინებებში თქვენი ტელეფონის ნომერი. და ინფორმაცია თქვენი ფინანსური თუ სხვა სამხედრო კამპანიაში საჭირო რესურსების შესახებ.
2. მიწერეთ თქვენს მეგობრებს ფეისბუქზე და შემოიყვანეთ თამაშში, გააფრთხილეთ, რომ მოემზადონ.
3. ვისაც შეგიძლიათ, სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ დიდი ბეიბი ბუმი და ახალ მოთამაშეებს უნდა ვაბრძოლოთ, რაც დიდ დემიჯს მოგვიტანს და ქვეყანასაც გააძლიერებს
ამისათვის გთხოვთ მომწერეთ, სასწრაფოდ პირადში!
მეგობრებო
სიამაყით! შემართებით! საქართველოსთვის ვთამაშობთ, ვიხარჯებით და ვიბრძვით!
Apoyo
BlackfuryComentarios (6)