Realpolitik

Aveun - Periódico de Georgia -
REALPOLITIK

Publicado en Georgia - Debates políticos y análisis - 27 Dec 2018 06:13 - 9

https://dailytimes.ng/wp-content/uploads/2018/02/realpolitik.jpg

მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა და ახალი წელი, ჯამრთელობას გისურვებთ პირველ რიგში და მერე სხვა ყველაფერს მოევლება, ასევე ვხედავ ბეიბი ბუმით ახლები შემოგვემატნენ, რაც ძალზედ მახარებს, ასე რომ ბებერი ავეუნი, პატარა მასტერ კლასს ჩაგიტარებთ სტატიის სახით, იმედია არ მოგაწყენთ.

ვინც ძველი მოთამაშეა და ასე თუ ისე იცნობს ამ თამაშის მექანიზმს, უმეტესობამ იცის, რომ ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი უმთვრესი კომპონენტი არის ერთობა, ოღონდ ეს სადღერგძელო არ გეგონოთ, სერიოზულად ერთობას მოაქვს ძალა, ტყუილა კი არ გვაქვს ანალოგიური დევიზი. ვისაც ახსოვს ჩემი "მოღვაწეობა" ერევ1-ში ან თუნდაც 2-ში, ალბათ ცალსახად წარმოვაჩინე, რომ მაქსიმალურად ვერიდებოდი ყოველგვარ დაძაბულობებს, კონფლიქტებს, პიროვნულს თუ პარტიულს და ა.შ, ანუ ბუნებრივია, რომ ყველა ფუტკრებივით ვერ ჩავდგებით მწკრივში და ერთი და იმავეს ვერ გავაკეთებთ, ადამიანები ვართ, განსხვავებული მსოფმხედველობებით, ინტერესებით და ხასიათებით, ასე რომ ძალზედ ბუნებრივია, რომ ვიღაც X ადამიანი, ვერ შეეწყოს ვიღაც Y ადამიანს, მაგრამ არანორმალური და სულელურია ის, რომ ამით ჩვენ ვაზარალებთ იმას, რაც გვაერთიანებს ჩვენ ყველას - საკუთარ ქვეყანას!

რაც არ უნდა მოხდეს, რა სახის გაუგებრობაც არ უნდა მოხდეს, არავის არ აქვს უფლება, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი, ეს ქვეყანა თანაბრად არის ყველასი, აქ დროს ვხარჯავთ და საქართველოს სახელით ვთამაშობთ, რომ ქვეყანას სარგებელი მოვუტანოთ, ასე რომ პირადი შეხლა-შემოხლები, ნაკლებად რელევანტურია, ვინც არ იცის ცნობისთვის ვეტყვი, რომ თავის დროზე თამაშში უდიდესი ალიანსის ლიდერი ვიყავი, ამავდროულად ქვეყნის პრეზიდენტიც, მიწევდა უამრავ ადამიანთან კომუნიკაცია, ზოგს რთული ხასიათი ქონდა, ზოგს პირიქით, თუმცა, რაც არ უნდა მომხდარიყო, ქვეყნის ინტერესებს ყველაზე წინ ვაყენებდი, რადგან მე არ ვაძლევდი საკუთარ თავს უფლებას, რომ საკუთარი ეგოს ან ბრაზის გამო, დამეზარალებინა ქვეყანა და აქ მოთამაშე ჩემი მეგობრებისთვის თამაშის მუღამი დამეკარგვებინა, შესაბამისად მოგიწოდებთ ყველას, ახლებს და ძველებს, რომ არ დავივიწყოთ წარსრულის შეცდომები, დაე ეგ გამოცდილება მოგვევლინოს, როგორც ცოდნა და დაგვეხმაროს მომავალში უფრო ძლიერი სოციუმის და ესაქართველოს აშენებაში. 

მე პირადად ამ სახის თამაშებს ვთამაშობ უკვე მეხუთე წელია და რაც დრო გამიტარებია აქ, მთელი ეს დრო მიშრომია ჩვენი ქვეყნის სახელის და სიძლიერის გასამტკიცებლად, არაერთხელ ყოფილა შემთვევა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით, მთლიანი თამაშის ბედიც შემიცვლია ან უდიდესი ისტორია დამიწერია, საქართველო დღემდე ყველას ახსოვს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური მოკავშირე და ყველაზე პრინციპული ქვეყნა ამ თამაშში, ეს ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია, ასე რომ ნაღდად არ მივცემ არავის, ვინც არ უნდა იყოს, იმის უფლებას, რომ ქვეყანა დააზარალოს. 

სულ ეს იყო...

პატივისცემით - Aveun 



Apoyo

insaneinsaneDiesel

Comentarios (9)

ძალა ერთობაშია o7
o7
Ave... o7
Ok
Petlos, don t you dare to troll my on my own article, you poor greek.
ძალა ერთობაშია ! ო7
Ave aveun o7 #ძალაერთობაშია
o7
dzala ertobashia dzmas venacvale Smile) da mec gilocav