Published in Georgia - Political debates and analysis - 28 Jun 2019 06:36 - 2
კიდევ ერთხელ მოგესალმებით.
დღეიდან ვერთვები წინა საარჩევნო კამპანიაში, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი.
ჯერ მხოლოდ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, კერძოდ ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაზე.
აქტიურ მოთამაშეთა უმრავლესობა, ასევე აქტიურია ე-საქართველოს დისქორდ სერვერზეც. ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ თამაშის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი სახელმწოფოს მართვის მოდელისგან განსხვავებული სისტემა.
რა იგულისხმება ჩემეულ სახელმწიფო მართვის მოდელში:
პრეზიდენტობის შემთხვევაში, აუცილებლად შევიმცირებ უფლებამოსილებას და დავიტოვებ ვეტოს და გადამწყვეტი ხმის უფლებას.
მინისტრთა კაბინეტი ფორმირებული იქნება როგორც ჩემი პარტიის, ისე სხვა პარტიების წევრებისგან და ამ ყველაფერში მაქსიმალურად დავიცავ ბალანსს, რათა საბოლოოდ დემოკრატიობანას თამაში არ გამოგვივიდეს. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მოგვიანებით გაგაცნობთ.
ასევე თითოეულ მინისტრთან ერთად იმუშავებენ ახალი მოთამაშეები, რომლებიც მიიღებენ მნიშვნელოვან გამოცდილებას ქვეყნის მართვაში.
ასევე ქვეყანას დაემატება საკონსულტაციო საბჭოც, სადაც მინისტრების და პრეზიდენტის გარდა, შევლენ გამოცდილი მოთამაშეები და თითოეული პოლიტიკური პარტიიდან თითო წევრი.
ასევე ცვლილებები შეეხება სხვა სამართლებრივ ასპექტებსაც.
კანონის წარდგენაზე უფლებამოსილი ყველა პირი ვალდებული იქნება, კანონის წარდგენისას, ასევე წარმოადგინოს მისი მიზნობრიობა.
გარდა ზემოთხსენებულისა, ქვეყანას უნდა ჰყავდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. ხსენებულ ორგანოს ჩაიბარებს რომელიმე აქტიური მოთამაშე, რათა ხალხმა მაქსიმალურად სწრაფად და ობიექტურად მიიღოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
კამპანია გაგრძელდება საარჩევნო დღემდე. ამ პერიოდში მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ჩემი საპრეზიდენტო გეგმების შესახებ.
ასევე თითოეულ ასპექტზე ველოდები თქვენგან უკუკავშირს და კითხვებს.
#ერთადყველაფერსშევძლებთ
Support
burchexburchexburchexburchexburchexburchexburchexburchexburchexburchexComments (2)
ჩემი აზრით, ზურას, აქვს განსხვავებული ხედვა. თამაშის დაწყებიდან მოყოლებული სულ მუდამ არის ინფორმაციის ნაკლებობა ამ თამაშში, მთავრობა რას წყვეტს და რას აკეთებს მხოლოდ ისევ მთავრობის წევრებმა იციან, რის გამოც ახლები მალევე წყვეტენ თამაშს. ანგარიშვალდებული უნდა იყოს მთავრობა ხალხის მიმართ და მნიშვნელოვანი საკითხები გაასაჯაროვოს. ბოლოს ფუჯიანის ბრძოლის არ იყოს, უნდა ხდებოდეს მსგავსი განხილვები და მოქმედ მთავრობას არ დავუკარგავ მაგ გონივრულ საქციელს.
ხოლო მეორე არის ის, რაც მეტწილად ზემოთ მოცემულ თემასთან კავშირშია, ახალბედების, დამწყებების ინფორმირება ქვეყნის მმართველობით რგოლებში. როცა დავიწყე თამაში მილიონი კითხვა მქონდა, სამწუხაროდ არ მქონდა ბევრ რამეზე პასუხები. არადა ბევრი ისეთი დეტალია, რომლის ცოდნამაც და სწორად დაგეგმვა/გამოყენებამ შესაძლოა ბრძოლები მოგაგებინოს.