სტამბა

Hereli007 - Novine iz Georgia -

Objavljeno u Georgia - Finansije i biznis - 30 Dec 2018 01:49 - 8

მოგესალმებით მეგობრებო, მე ირაკლი ვარ, მართალია ერთ თვეზე ნაკლებია რაც დავიწყე ეს თამაში, თუმცა დღის განმავლობაში ბევრი თავისუფალი დრო მქონდა და ამან გამიადვილა ერევ2-ის დამუღამება.

ეს ჩემი პირველი სტატიაა და დღეს მინდა დავწერო გეგმაზე - რომლის გამოყენებითაც ქვეყანაში არ იქნება ენერგიის კრიზისი, ძირითადად ეს პრობლემა დამწყებებს აწუხებთ და ხშირად გვინახავს პურის მთხოვნელთა კომენტარები, რომ დავეხმაროთ მათ.

იმისათვის რომ ქვეყანაში პურის ფასი დარეგულირდეს, საჭიროა პირველრიგში დარეგულირდეს Food Mat-ის ფასი, რადგან პურის დასამზადებლად გამოყენებული მატერიალის ფასი განსაზღვრავს პურის ფასს.
ასევე პურის ფასის ზრდაში „მონაწილეობას იღებს“ Employees - ანუ თანამშრომლები, რომლებსაც ხელფასს ვუხდით.

ეს ყველაფერი შეიძლება ასეთი ფორმულით გამოვსახოთ: პურის ღირებულებას- (Food Mat-ის ფასს + თანამშროლის ხელფასი) = მოგებას

მაგალითისათვის, თუ 1 თანამშრომელი გვაძლევს 160 პურს, ამისათვის გვჭირდება 160 Food Mat-ი... თუ 1 ცალი Food Mat-ის ფასი იქნება 0,1 ლარი 160 ერთეულს 16 ლარი დასჭირდება.
ვთქვათ თანამშრომელს ვუხდით 30 ლარს, მაშინ გამოდის რომ 160 პურის წარმოება გვიჯდება 16+30=46 ლარი.

ახლა რაც შეეხება Q პურის თვითღირებულებას, რადგან 160 პურის დამზადება 46 ლარი დაგვიჯდა, გაწეული ხარჯი 46ლ : 160 ცალ რაოდენობაზე = 0,287 ლარი.

0,287 ლარი გამოდის 1 პურის დამზადების თვითღირებულება, თუ FoodMat-ის ფასი არ იქნება 0.1-ზე მეტი და თანამშრომლებსაც გადავუხდით 30 ლარს, რაც ასევე კარგი ანაზღაურებაა როგორც ვირტუალურ ასევე ნამდვილ საქართველოშიც (სამწუხაროდ).
 
Q1 და Q2 პურით ვაჭრობა ბაზარზე, მე პირადად, უპერსპექტივო მგონია და სჯობს ასეთ პროდუქტს ვინც აწარმოებს თავისავე საკვებად შეინახოს. ხოლო ვაჭრობა შეგვიძლია დავიწყოთ
Q3 პურიდან და მისი საბაზრო ფასი მერყეობდეს 0.50 დან 0.55 მდე. ეს ფასი მომხმარებლისთვისაც და მწარმოებლისთვისაც მისაღები უნდა იყოს ჩემი აზრით.
Q4 პურის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 0.7 ლარს, ხოლო
Q5 პურის ფასი 0.8 დან 0.85ზე უნდა მერყეობდეს.

ამ ფასების მეშვეობით პურის ფასი ოქროსთან მიმართებითაც დასტაბილურდება და 1000 ენერგია (ნებისმიერი ხარისხის პურით) ეღირება საშუალოდ 80 ლარი, რაც 1 ოქროზე ცოტა მეტია.

Q3 პურის ქარხანა რომ იქონიოთ საჭიროა 90 ოქრო
 
ეს გეგმა თავიდან ბოლომდე აგებულია მოთამაშეთა კეთილსინდისიერებაზე და ურთიერთდახმარებაზე. ახლებისთვის პურის გადარიცხვის მაგივრად სჯობს დამწყებებს ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ თავად შეძლონ და მოიპოვონ მათთვის სასურველი პროდუქტი სასურველი რაოდენობით.
 
პ.ს. ამ სტატიის დადების შემდეგ მე Q 5 პურს ვყიდი 0,83 ლარად ხოლო ბაზარზე სამუშაო ადგილს 1 იანვრიდან 30 ლარად გთავაზობთ.
 
გაუმარჯოს ერთიან და ძლიერ საქართველოს !!

Podrži

Grizzly021blick skullGiosarta22Giosarta22pharnavaziForrtitudine300aragvelischindlischindlischindlischindli

Komentari (8)

ძალიან კარგი სტატიაა და აქვე დავამატებ რომ ფასების შემცირებას კონკურენციის ზრდა იწვევს, ამისთვის ყველას მოგიწოდებთ პურის და პურის მატერიალების ქარხნები ჩადგათ o7
Subscribe და Vote არ დაიზაროთ Wink
ანუ სინამდვილეში პური ქ4 იქნება ქ5 თუ ქ3 მნიშვნელობა არააქ მთავარია რამდენი ენერგია გააქ პურს დონის მიხედვით ფასი არ ემატება როგორც იარაგს
@blick skull ამ ფასებით რომელი პურიც არ უნდა იყიდო ენერგიას იგივეს მიიღებ და თანხასაც ჯამში ერთნაირად გადაიხდი. მაგრამ მწარმოებლისთვის აქვს სხვაობა. 160 ქ3 -ქ4-და ქ5 სხვადასხვა მოგება მოაქვს მწარმოებლისთვის რაოდენობის გამო
ნუ ეგ კი მარა აი მაგალითად ქ4 500 პურს სიტყვაზე ყიდი 4 გ ქ5 ხოგაყიდი 500 ცალს სადგაც 5 გ მარა მე ის ვიგულისხმე რო ერთი და იგივე ენერგია თუა მნიშვნელობა არაქ რომელი პურია ერთი ფასი აქ
კი მაგაში სწორი ხარ. როცა ენერგიას ყიდულობ მაშინ არ აქვს მნიშვნელობა 125 ქ4 იყიდი თუ 100 ქ5. ფასიც ერთი გამოვა და ენერგიაც. მაგრამ შეხედე მწარმოებელს რა უპირატესობა აქვს. 160 პური ხო დაამზადა, ამ შემთხვევაში 160 ქ4 პური არის 1280 ენერგია, ხოლო 160 ქ5 პური არის 1600 ენერგია. ხარჯი ორივეზე ერთი გასწია, მაგრამ პურის ცალობაში მოგება რჩება
pirdapir q5 ra jdeba rom vikido?
ვერ გეტყვი ეგ როგორ ხდება. მარკეტში უნდა ნახო, მარა ქ5ს არამგონია ვინმე რომ ყიდდეს